სწავლების ყველა საფეხურზე სერტიფიცირებული ფილოლოგი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ვამზადებ ქართულ ენა-ლიტერატურაში უმაღლესი შედეგებით.
გაკვეთილებზე სიღრმისეულად ვამუშავებთ პროგრამულსა და არაპროგრამულ მასალას, რაც აბიტურიენტს მოეთხოვება ერთიან ეროვნულ გამოცდაზე; ტექსტების რედაქტირებისას საფუძვლიანად ვასწავლი გრამატიკას; ჩემ მიერ მომზადებული აბიტურინტი უმოკლეს ხანში დამოუკიდებლად შეძლებს ესეს აგებას, წაკითხული ტექსტის გააზრებას, ტექსტის რედაქტირებას; ელექტრონულ ჯგუფში ატვირთული იქნება ციფრული რესურსები: ესეები, ტესტები, ტექსტები და ყველა მნიშვნელოვანი მასალა.
სწავლების საფასური ინდივიდუალურად: 8 გაკვეთილი - 140 ლარი; ჯგუფურად: 8 გაკვეთილი - 80 ლარი; გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დამიკავშირდით პირადად.