Loading
Loading
პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი საქართველოში

ონლაინ სკოლის დეტალები



Studyonline.ge - არის საქართველოში პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი on-line სკოლის შესაქმნელად  

აღნიშნული პორტალი არის პროგრამა, ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ნებისმიერი სიდიდის საკუთარი  on-line სკოლა  დაწყებული ერთიპოვნულად ერთი რეპეტიტორისთვის ან თუნდაც სასწავლო დაწესებულებისთვის. სისტემა ერთდროულად ემსახურება ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სეგმენტს: მოსწავლეებს და პედაგოგებს. პროგრამა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მიერ ფასიანი on-line საკონსულტაციო ბიზნესისთვის: იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, ასტროლოგია და ა. შ.

ჩვენი მეშვეობით თქვენ ქმნით საკუთარ ონლაინ სკოლას, საკონსულტაციო ოფისს ინტერნეტში შეუზღუდავი რესურსებითონლაინ ოთახები, მოსწავლეები (კლიენტები), პედაგოგები (სპეციალისტები), სასწავლო ჯგუფები. ყველაფერი იმართება პროგრამულად

<< ვიდეო ინსტრუქციები



Studyonline.ge - მოსწავლეებისთვის

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს სასწავლო "ვიდეო კურსი" ან დარეგისტრირდეს ვებინარზე - "Live კურსზე" (სწავლება რეალურ დროში) და მიიღოს ცოდნა სახლიდან გაუსველად. StudyOnline.ge ქმნის ყველა პირობას, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობდეს შეუფერხებლად. მოსწავლეები რეგისტრირდებიან სასურველ კურსზე, შემდგომ კურსის ადმინისტრატორი ანაწილებს მათ ვირტუალურ ჯგუფებში და ისინი იწყებენ ონლაინ სწავლებას დისტანციურად, მიუხედავად იმისა თუ სად ცხოვრობენ ან სად იმყოფებიან კონკრეტულ მომენტში.

<< კურსზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია.
<< გაკვეთილზე შესვლის ვიდეო ინსტრუქცია



Studyonline.ge - პედაგოგებისთვის, სასწავლო დაწესებულებებისთვის

ჩვენ გთავაზობთ ტექნოლოგიას, შექმნათ და გაყიდოთ ორი ტიპის პროდუქტი:  "Live კურსები" (ვებინარი) და "ვიდეო კურსები" (ელექტრონული კურსი). ორივე კურსი დეტალურად აღწერილია ქვემოთ. აღნიშნული სასწავლო პროდუქტების შექმნა და პორტალზე მისი გამოქვეყნება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს (შემდგომში "ავტორი") სასწავლო პროდუქტები მომავალში წარმოადგენენ მათ საკუთრებას. პორტალზე არსებობს თემატიკის დიდი არჩევანი: განათლება, ჯამრთელობა, ბიზნესი, მარკეტინგი, მეცნიერება, განვითარება, IT, კომპიუტერი, ბავშვები, ხელოვნება, ბუნება, ცხოვრება და სხვა.

სისტემასი რეგისტრაციის შემდეგ ავტორს ეძლევა ჩაშენებული პროგრამა (კონსტრუქტორი), რომლითაც მარტივი მანიპულაციებით შესაძლებელია "სასწავლო პროდუქტების" შექმნა და გამოქვეყნება პორტალზე. მათ ეძლევათ სპეციალური შესაძლებლობები ავტომატურად აკონტროლონ აღნიშნული ბიზნესის სრული ციკლი, რომელიც უფრო დეტალურად აღერილია ქვემოთ.  ამით ავტორები ჩვენი ტექნოლოგიის გამოყენებით ქმნიან საკუთარ საგანმანათლებლო ბიზნესს.

<< ვიდეო ინსტრუქციები

ჩვენ გვერდში ვუდგავათ "ავტორებს" ყველა ტექნიკურ თუ ინტელექტუალურ საქმეში. რეგისტრირებული და დამწყები მომხმარებლებისთვის ვაწყობთ ონლაინ ტრენინგს, კითხვა-პასუხს საჭირბოროთიო საკითხების გადაჭრაში. დაიწყეთ, დარეგისტრირდით სისტემაში და ჩვენ დაგეხმარებით ბიზნესის აწყობაში.



რა არის "Live კურსი"

"Live კურსი" ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სწავლის პროცესის განხორციელებას დისტანციურად რეალურ დროში - ე.წ. "ვებინარი". Live გაკვეთილები ტარდება სრული სტანდარტით: ვიდეო კამერა, აუდიო ხმა, შიდა ჩატი, ეკრანის გაზიარება, ვირტუალური დაფა და სხვა. "Live კურსი"-ების შესაქმნელად და ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ სისტემაში და შეიძინოთ თუნდაც მინიმალური (3.00 ლარი / თვეში) ონლაინ ოთახი.

<< აღწერა და სერვისის პაკეტები

<< ვიდეო ინსტრუქციები



რა არის "ელექტრონული კურსი"?

ეს არის ტექნოოგია, რომელიც გულისხმობს წინასწარ შექმნილ სასწავლო ვიდეო და სხვა მასალებისგან შექმნილ პროდუქტს, რომელიც დაყოფილია გაკვეთილებად, ყოველი თემის შემეგ შესაძლებელია დაერთოს საგამოცდო ტესტი (5 წუთი გააზრებისთვის ...). გასაყიდად გამოტანილი სასწავლო პროდუქტის სრული ნახვა შესაძლებელია მხოლოდ კურსის ღირებულების გადახდის შემთხვევაში.

ელექტრონული კურსის (ვიდეო კურსი) შექმნისთვის პორტალზე არსებობს სპეციალური ონლაინ კონსტრუქტორი. "ვიდეო კურსი"-ების შესაქმნელად და ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია შეიძინოთ სერვისი "ვიდეო კურსების მარკეტი (3.00 ლარი / თვეში) ონლაინ ოთახი.

<< აღწერა და მომსახურების პაკეტი

<< ვიდეო ინსტრუქციები


გისურვებთ წარმატებებს!

 

 

Notification

You have received a new notification

Click here to view them all