ჩვენს პორტალს ყავს ორი ტიპის მომხმარებელი: ავტორები და მოსწავლეები. ავტორები არიან მომხმარებლები, რომლებიც ქმნიან სასწავლო პროდუქტებს (live კურსები, ვიდეო კურსები) და ეწევიან ჩვენს პორტალზე საგანმანათლებლო ბიზნესს, ხოლო მოსწავლეები არიან მომხმარებლები, რომლებიც პორტალზე იძენენ ავტორების მიერ გამოქვეყნებულ საგანმანათლებლო პროდუქტს.
მოსწავლეების საინფორმაციოდ
სასწავლი პროდუქტის შეძენა
ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს საიტზე გასაყიდად გამოტანილი სასწავლო „პროდუქტი“. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა წინასწარ გაეცნოს კურსის დახასიათებას, ფასს, ვადას და სხვა პირობებს. აქედან გამომდინარე საიტი მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურ ინფორმაციას კურსის შესახებ, რომ მომხმარებელმა წინასწარ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება სასწავლო პროდუქტის შესახებ. სასწავლო პროდუქტები წარმოადგენს სხვა კომპანიების თუ ფიზიკური პირების საკუთრებას. ისინი თავად ქმნიათ და ათავსებენ ამ პროდუქტებს დამოუკიდებლად ჩვენს პორტალზე, ამიტომ მომხმარებელი თანხას უხდის უშუალოდ მათ და არა პორტალს. ნებისმიერ შენიშვნას თუ შეკითხვას პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელი უშუალოდ არკვევს პროდუქტის ავტორთან, რისთვისაც პროდუქტის აღწერაში არის ავტორის ყველა საკონტაქტო ინფორმაცია. პორტალი ქმნის ყველა პირობას, რომ აღნიშნული ონლაინ საგანმანათლებლო ბიზნესი ტექნიკურად ხარისხიანად მიმდინარეობდეს. ჩვენი პორტალი სთავაზობს ავტორებს შექმნან თავისი ინტერნეტ ბიზნესი ნებისმიერი თემატიკით: განათლება, ჯამრთელობა, ბიზნესი, მეცნიერება, ბუნება, ცხოვრება და სხვა. საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ძალიან ბევრი თემატური კატეგორია.
გადახდა შესაძლებელია ორი ხერხით:
1). ინვოისით (გამოიწერება ავტომატურად). ბანკში ინვოისით გადახდის შემთხვევაში კურსის აქტივაციას ახდენს თავად ავტორი, რაც წესით (ავტორის ვალდებულება) უნდა განხორციელდეს თანხის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია ეს მოხდეს რამდენიმე წუთშიც, რაც დამოკიდებულია ავტორის წვდომაზე აქტივაციის პარამეტრებთან. მომხმარებელს საიტიდან ეძლევა ავტორის კონტაქტები, ამიტომ თავად შეუძლია დააჩქაროს ან შეიტყოს აქტივაციის დრო.
2). Visa / Mastercard პლასტიკური ბარათი. ეს გადახდის საშუალება დამოკიდებულია ავტორსა და ჩვენთს პორტალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ამიტომ ეს გადახდა ყველა ავტორს არ ექნება გააქტიურებული. პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში კურსის აქტიურდება გადახდისთანავე.
ავტორის საინფორმაციოდ
რეგისტრაციისთანავე მომხმარებლი (შემდგომში „ავტორი“) ვალდებულია დაეთანხმოს „სამომხმარებლო ხელშეკრულებას“. ის ვალდებულია დაიცვას საიტის მოხმარების წესები და ასევე პირადად აგებს პასუხს თუ მისი სასწავლო პროდუქტი დაარღვევს სხვის საავტორო უფლებებს.
როგორც იცით პორტალზე არსებობს ორი განსხვავებული პროდუქტი:
სრულად გაეცანით სამომხმარებლო ხელშეკრულებას.
საიტზე რეგისტრაციისას თქვენ დაეთანხმეთ „სამომხმარებლო ხელშეკრულებას“. საშუალება გაქვთ ჩამოტვირთოთ და კვლავ გაეცნოთ მას.