რა არის Studyonline.ge?
მოსწავლისთვის - ეს არის ონაილ კურსების პირველი საგანანათლებლო პლათფორმა საქართველოში, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ონლაინ კურსი და სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ცოდნა. აღნიშნული შესაძლებლობა ფართოდაა უკვე გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში და ხალხი დროს არ კარგავს გზაში იაროს და ისე მიიღოს ცოდნა. ჩვენ ვცდილობთ განათლება გავხადოთ გახსნილი და მარტივი.
ავტორისთვის - ეს არის საგანმანათლებლო ბიზნესის წარმოების ტექნოლოგია. შემოსავლის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იუყრიდიულ პირს. გაეცანით დისტანციური სწავლების ტექნოლოგიებს ვრცლად
რამდენად ეფქტურია დისტანციური სწავლება ისტანციურ სწავლებას აქვს ბევრი დადებითი თვისება ჩვეულებრივ ტრადიციულ სწავლებასთან შედარებით, იხილეთ ვრცლად.
ვინ უნდა განათავსოს კურსები პორტალზე? რა თქმა უნდა ეს თქვენ ხართ, კერძოდ პედაგოგები, ტრენერები, რეპეტოტორები, თუნდაც ჩვეულებრივი ფიზიკური პირები (შემდგომშიში "ავტორი"), რომელთაც აქვთ ისეთი ცოდნა, რაზეც მოთხოვნაა ბაზარზე. ავტორი შეიძლება იყოს ასევე იურიდიული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება). ჩვენი ტექნოლიგია ასევე შესაზლებელია გამოიყენონ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებმა ონლაინ ფასიანი კონსულტაციებისთვის, რადგან ჩვენს სისტემას მოყვება გადახდების კონტროლის მექანიზმი. ყველას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას და გაყიდოს თავისი ონლაინ კურსები და მიიღოს რეალური შემოსავალი. გაეცანით დაწვრილებით და დაიწყეთ განხორციელება ხვალიდანვე. ჩვენს პორტალზე შესაძლებელია აწარმოოთ ორი ტიპის სასწავლო პროდუქტი: "ვიდეო კურსები" და "LIVE კურსები" (სწავლება რეალურ დროში).
რა არის "ვიდეო კურსები"? ჩვენს პორტალზე ვიდეო კურსების შექმნისთვის არსებობს სპეციალური მარტივი კონსტრუქტორი, სადაც შეგაქვთ ტექსტები, სურათები, ვიდეოები, აუდიო მასალა, pdf ფაილები და ვიდეო კურსი მზადაა გასაყიდად (გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის იხილეთ აქ >>).
ვიდეო კურსების შექმნის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ იმ ავტორს, რომელსაც შეძენილი აქვს სერვისი "ვიდეო კურსების მარკეტი", რის შემდეგაც ავტორს ეძლევა სრული პროგრამული შესაძლებლობა ამ ბიზნესის განხორციელებისთვის. გაეცანით ჩვენს მიერ შექმნილ ინსტრუქციებს ამასთან დაკავშირებით, იხილეთ ვრცლად.
რა დამიჯდება ვიდეო კურსების ბიზნესი? რა თქმა უნდა ეს საქმე ჩვენთვისაც ბიზნესია, თან არსებობს მუდმივი ხარჯი მისი მუსა მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ჩვენი შემოსავალია 15% თქვენი მიღებული შემოსავლიდან. ამ თანხას თქვენ იხდით ყოველი დასრულებული კურსები შემდეგ მომავალი თვის 1-15 რიცხვებში. აღნიშნული სერვისის წარმოებისთვის შეძენილი უნდა გქონდეთ სერვისი "ვიდეო კურსების მარკეტი" (თვიური სააბონენტო გადასახადი 10.00 ლარი). აღნიშნული სერვისი გაძლევთ პროგრამულ შესაზლებლობას შექმნათ და გაყიდოთ ნებისმიერი რაოდენობი "ვიდეო კურსი". თქვენი შრომა შემოიფარგლება ვიდეო კურსების შექმნით, რაც რა თქმა უნდა თქვენი ინტელექტუალური შრომაა, მაგრამ თქვენ ქმნით ერთხელ და ყიდით მრავალჯერ შრომის გარეშე. ეს ძალიან პოპულარული ბიზნესია მსოფლიოში.
რა არის "LIVE კურსები" და როგორ ვაწარმოოთ? "LIVE კურსი" გულისხმობს დისტანციური სწავლებას რეალურ დროში. გაკვეთილი მიმდინარეობს შემდეგი შესაზლებლობების გამოყენებით: ვიდეო კამერა, მიკროფონი, კომპიუტერის ეკრანის გაზიარება, შიდა ჩატი, ვირტუალური დაფა. კურსი ტარდება სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფებზე: 1 კაციანი, 5 კაციანი, 10 კაციანი, 15 კაციანი, 20 კაციანი, 30 კაციანი და ა. შ. აღნიშნული კურსების წარმოებისთვის საწიროა ჩვენი სერვისის "ონლაინ ოტახის" შეძენა, იხილეთ ვრცლად.