Loading
Loading
პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი საქართველოში

ვიდეო კურსის ღირებულების და ვადის კალკულაცია

ვიდეო კურსის ღირებულებას ადგენს თავად ავტორი. საიტის მიმდინარე წესების თანახმად ვიდეო კურსის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300.00 (სამასი) ლარს და არ უნდა იყოს 15.00 ლარზე ნაკლები ღირებულების, ასევე აკრძალულია კურსის ხანგრძლივობა აღემატებოდეს 60 (სამოცი) დღეს და იყოს 7 დღეზე ნაკლები. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია დროებით მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით. თუმცა თუ ავტორს სურს უფრო ძვირად გაყიდოს თავისი პროდუქტი, მას შეუძლია კურსი დაყოს უფრო მცირე ნაწილებად, აწარმოოს კურსის ე.წ. ეტაპები, პაკეტები. მაგალითად: 1 ნაწილი, 2 ნაწილი და ა.შ. და ეს ვიდეო კურსები გაყიდოს ცალ-ცალკე პროდუქტებად. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ერთი კურსი გაიყიდოს ბევრად მეტ ფასად. მომავალში აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად ავტორებთან პირადი შეთანხმებით, ნდობის გაზრდის შესაბამისად

შენიშვნა:  ვითვალისწინებთ რა საიტის რესურსებს, კურსის ფასის და ვადის კომბინაციაში გვაქვს გარკვეული შეზღუდვები. არ შეიძლება პროდუქტს დაადოთ მინიმალური ფასი და გაყიდოთ მაქსიმალური ვადით.

დასაშვები პარამეტრები:

    ფასის შუალედი ვადის შუალედი
    15.00 - 74.00 ლარი 7 - 25 დღე
    75.00 -104.00 ლარი 7 - 35 დღე
    105.00 - 149.00 ლარი 7 - 45 დღე
    150.00 - 194.00 ლარი 7 - 55 დღე
    195.00 - 239.00 ლარი 7 - 75 დღე
    240.00 - 300.00 ლარი 7 - 90 დღე

    მაგალითად: გადაწყვიტეთ, რომ თქვენი კურსის ღირებულება  იყოს 57.00 ლარი, ცხრილიში ეს ფასი ფიგურირებს შემდეგი ფასის დიაპაზონში (15.00 - 74.00 ლარი), რომლის შესაბამისი ვადის შეზღუდვის მხარეს მოცემულია ვადა: (7 - 25 დღე), ეს ნიშნავს, რომ ამ კურსის ვადის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დღეების რაოდენობა მინიმუმ 7-დან და მაქსიმუმ 40 დღის ფარგლებში, კერძოდ: 7 დღე, 10 დღე, ... 15 დღე, ... 22 დღე, ... მაქსიმუმ 25 დღის ჩათვლით.

     

     

    Notification

    You have received a new notification

    Click here to view them all