Loading
Loading
პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი საქართველოში

მარკეტინგული რჩევები

როგორ შევძლოთ "სასწავლო პროდუქტის" გაყიდვა ინტერნეტით?

ვინაიდან "ონლაინ კურსის" შექმნის მიზანია შემოსავლის მიღება, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1//.    ტექნოლოგია. პირველ რიგში გჭირდებათ ტექნოლოგია, რომელსაც გაძლევთ ჩვენი პორტალი. ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ დისტანციურად ასწავლოთ ან ჩაატაროთ შეხვედრები და კონფერენციები.

2//.  კურსი უნდა იყოს მოთხოვნადი და ხარისხიანი. სასწავლო პროდუქტი უნდა იძლეოდეს ისეთ ინფორმაციას (ცოდნას), რომლის მიღებასაც ხალხი აქტიურად ცდილობს და მასში გადაიხდიან თანხას. თავის მხრივ კურსი უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული, ხარისხიანი, კარგად მოფიქრებული დამუშავებული სურათები, დაყენებული ხმა და სხვა. ყველაფერი ეს არაა რთული, ამას არ სჭირდება პროფესიონალები. თქვენ თავად შეგიძლიათ შექმნის პროცესშივე გადახედოთ თქვენს კურსს წინასწარ მომხმარებლის თვალით, სანამ გაიტანთ გაყიდვაში. აღმოჩენილი შეცდომები გაასწოროთ, რაღაცეები შეცვალოთ. გახსოვდეთ მუდამ, რომ თუ რომელიმე თქვენი კურსი მასიურად ცუდ მოწონებას დაიმსახურებს, თქვენ გაგიჭირდებათ შემდგომი კურსების გაყიდვაც, თუნდაც კარგი კურსიც შესთავაზოთ მომხმარებელს მომავალში, რადგან თქვენც გესმით ყველაფერი იმიჯის საკითხია. პირველ "ონლაინ კურსზე" შესაძლებელია მეტი შრომა დაგეხარჯოთ გამოუცდელობის გამო, მაგრამ შემდეგი კურსებს მარტივად და სწრაფად შექმნით;

3//.  კურსის ფასის განსაზღვრა. განსხვავებულად მიუდექით "ვიდეო კურსის" და Live კურსის" შემთხვევაში ფასების განსაზღვრას. ვიდეო კურსის დროს ჩვენი რეკომენდაციით გამოიყენეთ შემდეგი მიდგომა, გაიგეთ რა ღირს იგივე მოცულობის კურსი ბაზარზე (უშუალოდ პედაგოგთან მისვლით)  და ეს ფასი შეამცირეთ ვთქვათ  2-3 ჯერ. ჩვენი აზრით თუ მომხმარებელი შეძლებს არსებული კურსის ონლაინ ვერსია შეიძინოს 2-3-ჯერ ნაკლებ ფასად და დამატებით მას არ მოუწევს გზაში დროის დახარჯვა, ის მას აუცილებლად შეიძენს. "ვიდეო კურსის" დადებითი ასევე არის ის, რომ მისი ნახვა შესაძლებელია რამდენჯერმე. მომავალში ფასის დადებისას თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი მიღწეული ცნობადობა, გაყიდვების აქტიურობა და ფასი ამის გათვალისწინებით დააკორექტირეთ. მიუხედავად ჩვენი რჩევისა ფასის განსაზღვრა მთლიანად ავტორის უფლებაა, მაგრამ პირველ ეტაპზე ყველასთვის გვაქვს გარკვეული შეზღუდვა. "ვიდეო კურსებზე" ფასის განსაზღვისას დამატებით გამოიყენეთ ჩვენი მოთხოვნები.

რაც შეეხება "Live კურსების" ფასს, ეს ჩვეულებრივი კურსია, რომელიც პედაგოგისთის ყოველდღიური რუტინული შრომაა, უბრალოდ სწავლა ხდება დისტანციურად და აქ განსაკუთრებული ფასდაკლება საჭირო არაა. ფასი განსაზღვრეთ თქვენდამი მოთხოვნილების და ბაზარზე არსებული ფასებიდან გამომდინარე.;

4//.  კუსრის მრავალფეროვნების მარკეტინგი. თუ შექმნილი გაქვთ კონკრეტული კურსი შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი მიდგომა, შექმენით ამ ერთი კურსის რამდენიმე ვერსია: მოკლე კურსი, სრული კურსი. შეგიძლიათ ეს კურსები გაყიდოთ სხვადასხვა პროდუქტებად. ასევე თუ თვლით, რომ ამ კურსში შემავალი თემატური ნაწილები, როგორც პროდუქტი ცალკე-ცალკეც აინტერესებს მომხმარებელს,  ისინიც გაყიდეთ ცალ-ცალკე კურსებად. ასეთი მიდგომა ჯამში მოგცემთ ბევრ სხვადასხვა კურსს სხვადასხვა ფასად, რაც მარკეტინგულად სხვადასხვა ტიპის მომხმარებლების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ასევე თუ მომხმარებელი ვერ ბედავს თავიდანვე შეიძინოს სრული კურსი (შედარებით ძვირი ვერსია), ის თავიდან შეიძენს პატარა კურსს და მოწონების შემთხვევაში შეიძენს კურსის სხვა ნაწილებს ან მის სრულ ვერსიასაც. 

5//. მომხმარებლის მოზიდვის მოტივაცია. თქვენ ლოგიკურად თვლით, რომ რადგან ჩვენი პორტალი ახალია და ბევრი სასწავლო პროდუქტი ჯერ არ არის განთავსებული, თქვენ როგორც პირველ ავტორებს არ გეყოლებათ მყიდველი. თუ ასე ფიქრობთ თქვენ არ უდებით სწორად, რადგან პირველ რიგში ჩვენ გაძლევთ ტექნოლოგიას და არა მყიდველს, როგორც მაგალითად ტაქსისტს ქარხანა აძლევს მანქანს და არა კლიენტს. აქედან გამომდინარე ჩვენც გაძლევთ არა კლიენტს, არამედ პროგრამას, ტექნოლოგიას, რომელიც  საშუალებას გაძლევთ შექმნათ "სასწავლო პროდუქტები" და შეძლოთ მათი მეშვეობით დისტანციურად იმუშაოთ. მომავალში შესაძლებელია ჩვენი პორტალიდან მოსწავლეებიც მიიღოთ, მაგრამ პირველ ეტაპზე ჩვენ არც ვაპირებთ პორტალის რეკლამაში დიდი ბიუჯეტის დახარჯვას, სანამ მასზე ბევრი რეალური პროდუქტი არ განთავსდება. დამეთანხმებით შეუძლებელია ისეთი საიტის რეკლამირება მოსწავლეებისთვის, სადაც ბევრი სასწავლო პროდუქტი არაა განთავსებული. ჩვენ გირჩევთ მოსწავლეების მოზიდვისთვის გამოიყენოთ შემდეგი შესაზლებლობები:

  • გაავრცელეთ ინფორმაცია თქვენს კურსზე ყველანაირი ფორმით როგორც აქამდე აკეთებდით და მიუთითეთ თქვენი პროდუქტების ბმულები ჩვენი პორტალიდან, რომ პირდაპირ შეძლონ დარეგისტრირება თქვენს კურსზე;

  • თუ თქვენ გაქვთ საკუთარი საიტი თქვენს შესაბამის პროდუტზებზე დადეთ ბმულები (ჩვენი საიტიდან) ამ პროდუქტების ონლაინ მიღებისთვის, რადგან ტქვენს საიტებს პროდუქტების ინტერნეტით გაყიდვის შესაზლებლობა არ აქვს.

  • შექმენით საკუთარი youtobe-ს არხი, მასზე ატვირთეთ თქვენი "პროდუქტების" სარეკლამო ვიდეო რგოლები (1-3 წუთიანი) კურსის აღწერით. ავიდეოებში კი მიუთითეთ მომხმარებელს ჩვენი პორტალი, თუ სად შეუძლია შეიძინოს სრული კურსი.

  • გამოიყენეთ facebook  და სხვა სოციალური ქსელები თქვენი პროდუქტების რეკლამისთვის და დაადეთ ბმულები (ჩვენი საიტიდან), საიდანაც პირდაპირ შეიძენენ ამ პროდუქტებს.

6//. ჩვენც დაგეხმარებით. პირველივე ხარისხიანი "სასწავლო პროდუქტის" განთავსებისთანავე ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ თქვენი "პროდუქტის" რეკლამას და არა პორტალის რეკლამას, რაც ბევრად ეფექტური იქნება თქვენთვისაც. მომხმარებელი რეკლამიდან პირდაპირ თქვენი კურსის აღწერაზე გადავა და თქვენ გეყოლებათ გარანტირებული მყიდველები. ამიტომ პირველი რამდენიმე  "პროდუქტის" შემქმნელს თავიდანვე ექნება შესაძლებლობა მიიღოს მეტი შემოსავალი;

 

 

Notification

You have received a new notification

Click here to view them all