Loading
Loading
პირველი ონლაინ სასწავლო პორტალი საქართველოში

შექმენი საკუთარი ონლაინ სკოლა ...

ონლაინ სწავლება ხდება მომგებიანი ბიზნესი.  ონლაინ სწავლების წილი მსოფლიოში და ასევე საქართველოში სულ უფრო იზრდება. პროცესი  არანორმალურად დაჩქარდა „ქოვიდ“ პანდემიის დროს. აღნიშბული პროცესი უკვე არც შენელდება. თუ თქვენ დიდი ხანია ოცნებობდით შეგექმნათ საკუთარი ონლაინ-სკოლა, ეს უკვე შესაძლეველია და დროა დაიქყოთ.

ჩვენ გთავაზობთ ტექნოლოგიას - ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობით თქვენ ქმნით ონლაინ სკოლას,  ამას დასჭირდება მხოლოდ თქვენი ძალისხმევა და არა ფინანსები, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აწარმოოთ ვებინარები დისტანციურად თქვენი ონლაინ-სკოლისთვის, მოსწავლეების ონლაინ რეგისტრაცია და  მართვა,  პედაგოგების რეგისტრაცია და მართვა, ლექციების და გადახდების მართვა, SMS და E-mail შეტყობინებების დაგზავნის სიტემა და სხვა. ასევე გექნებათ შესაძლებლობა სპეციალური კონსტრუქტორით შექმნათ და დისტანციურად გაყიდოთ მზა ონლაინ-კურსები (ელექტრონული კურსები, ვიდეო კურსები).

ვიღაცისთვის შეიძლება „ონლაინ სკოლა“ დიდად ნათქვამია და სურს მხოლოდ უბრალოდ საკუთარი საავტორო ან სხვა სასწავლო კურსების გადმოტანა ინტერნეტ სივრცეში და ონლაინ სწავლების განხოციელება. ამ ბიზნესის წარმოება შესაძლებელია სახლში თბილად ჯდომით, თუნდაც სადმე რეგიონში ცხოვრობდეთ. ამისათის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი და თქვენი ძალისხმევა.  დაიწყეთ  და ჩვენ დაგეხმარებით რჩევებით, ინსტრუქციებით, სწავლით.

თუ მზად ხართ ამ ბიზნესისთვის დავიწყოთ:

რა სწავლის ფორმატებს გთავაზობთ ჩვენ

მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ ინტერნეტ კურსების დაწყება საგანში „ინტერნეტ მარკეტინგი“ ან გადაწყვიტეთ დისტანციურად მოამზადოთ მოსწავლეები ერთიანი სახელმწიფო გამოცდისთვის. თქვენ გაქვთ პედაგოგიური გამოცდილება, სასწავლო გეგმის ნიმუში და ლექციების ნაკრები. რჩება მხოლოდ მისი სწორად შეფუთვა. განვიხილოთ სწავლების სამი პოპულარული ფორმატი:

 

ფორმატი - ვებინარები  
 ტექნიკური ვიდეო დახმარება
 პროდუქტის შეძენა

ეს არის დისტანციური სწავლება რეალურ დროში - პირისპირ ონლაინ სემინარი: თქვენ უკითხავთ ლექციებს სხვადასხვა ქალაქის (ქვეყნის) სტუდენტებს,  მაგრამ ამავე დროს ზიხართ კომპიუტერთან სახლში კომფორტულ სავარძელში და რბილ ჩუსტებში.

ვებინარი ვიზუარურად ვიდეო საუბრის მსგავსია, მაგრამ არა ჩანაწერით, არამედ რეალური დროში. საუბრობთთ მიკროფონში, უწერთ ჩეთში, უგზავნით ფაილები ყველა მოსწავლეს, საუბრის პროცესში უჩვენებთთ თქვენი კომპიუტერის ეკრანს, იყენებთ თეთრ დაფას სხვადასხვა ფერის ფანქრებით და ფიგურებით, უჩვენებთ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაცია, ვიდეო ჩანაწერი  და ასევე პარალელურად ისაუბროთ. სურვილის შემთხვევაში ლექცია შეიძლება ასევე დაუყოვნებლივ ჩაიწეროთ ვიდეოს ფორმატით და დასრულების  შემდეგ აუდიტორიას გაუგზავნოთ მეთოდოლოგიურ მასალად, ან ვინც ვერ დაესწრო.  ჩვენი პორტალი იყენებს ZOOM ტექნოლოგიას, რომელიც ინტეგრირებულია ჩვენს პლატფორმაზე: ვიდეო კამერა, მიკროფონი, შიდა ჩატი, კომპიუტერის ეკრანის გაზიარება, ვირტუალური დაფა.  

მაგალითად, ვებინარების ფორმატით მსოფლიოში დისტანციურად ასწავლიან უნივერსიტეტებში და სხვა სასწავლებლებში. ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ ასეთი ფორმატის სწავლებას სრულყოფილად.

ფორმატის უპირატესობა: ვებინარები ზოგავენ დროს. თქვენ არ გჭირდებათ დროის დახარჯვა მგზავროვაში და ფულის დახარჯვა ოფისის (აუდიტორიის) დაქირავებისთვის, ხოლო შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქში მოსწავლეების (სტუდენტების ) მომზადება. ვებინარზე თქვენ მუშაობთ აუდიტორიასთან რეალურ დროში.

 

 

ფორმატი - ელექტრონული კურსები    

ტექნიკური ვიდეო დახმარება
→ პროდუქტის შეძენა

პირველ რიგში ის იქმნება ერთხელ და ყიდით მრავალჯერ. სტუდენტი იხდის კურსის ღირებულებას და მხოლოდ შემდეგ იწყებს სწავლას. ელექტრონულ კურსში შეტანილია ყველა საუკეთესო შესაძლებლობა სხვა საგანმანათლებლო ფორმატებიდან. კურსში შეგიძლიათ ჩაალაგოთ ლექციები გაკვეთილებად: ვიდეოები, აუდიო, სურათები. კურსის ბოლოს ან ყოველი თემის ბოლოს შეგიძლიათ  გააკეთოთ მოსწავლისვის თვითშეფასების ტესტი, რომელიც ავტომატურად აფასებს მოსწავლეს და არ გადაუშვებს შემდეგ თემაზე, სანამ არ ჩააბარებს ტესტს წარმატებით (ტესტის შექმნის ვიდეო ინსტრუქცია). ასეთი კურსების  შექმნა შესაძლებელია ჩვენს პლატფორმაზე ელექტრონული კურსების ფორმატის ფარგლებშიც. 

 

ფორმატის უპირატესობა: ელექტრონულ კურსში შეგიძლიათ გამოიყენოთ მასალის სხვადასხვა ფორმატები, რათა თემა მაქსიმალურად თვალსაჩინო იყოს. ფოტოები, ვიდეოები, მუსიკა, ტექსტები, გრაფიკა - ყველაფერი ხდება სასარგებლო ინფორმაციული პროდუქტის ნაწილი. დასასრულს, თქვენ შეგიძლიათ დადოთ ტესტი, რომ მოსწავლეებმა განიმტკიცონ ცოდნა. მზადდება ერთხელ და მრავალჯერ ხდება გაყიდვა შრომის გარეშე. 

 

 

ფორმატი - ვიდეო კურსები     
→ ტექნიკური ვიდეო დახმარება 

→ პროდუქტის შეძენა 

ეს არის იგივე ელექტრონული კურსის ვარიანტი მარტო ვიდეოს გამოყენებით. ვიდეო გაკვეთილები სწავლების პროცესს გახდის უფრო თვალსაჩინოს, ამიტომ ეს ფორმატი თითქმის ნებისმიერი კურსისთვის იქნება შესაფერისი. მაგალითად, Bაკერსცჰოოლ-ის ონლაინ სკოლამ დაიწყო ვიდეო კურსების სერია მათთვის, ვისაც სურს პროფესიონალურად მოამზადოს დესერტი სახლში ან გახსნას საშინაო საკონდიტრო მაღაზია.

 

ვიდეო ლექციების გარდა, კლიენტი იღებს რეცეპტებს და კონსპექტს თეორიული მასალით, ხოლო სამარის აერონავტიკის უნივერსიტეტი დისტანციურად ასწავლის თუ როგორ უნდა აშენოთ რაკეტები და თვითმფრინავები. მთავარია ვიფიქროთ ვიდეო გაკვეთილების ფორმატზე. ეს შეიძლება იყოს ჩანაწერი კომპიუტერის ეკრანიდან ხმის დადებით, რომელიც კომენტარს აკეთებს ვიდეოზე. მრავალი ასეთი მარტივი პროგრამა მოიძებნება ინტერნეტში.  სხვა ამოცანებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტანდარტული სასწავლო ვიდეო რგოლი ან უფრო შესაფერისი იყოს ვიდეო "მოსაუბრე თავით".  ვიდეო რგოლების შექმნა და მონტაჟი რათქმაუნდა გარკვეულ ტექნიკურ უნარებს მოითხოვს, მაგრამ ეს არაა რთული და ჩვეულებრივი პატარა 3-5 გაკვეთილის (გადაღება / მონტაჟი / რედაქტირება) გავლით შეძლებთ შექმნათ პროფესიონალური ვიდეოები. შეისწავლოთ შეისწავლოთ საკუთარი ძალით, რადგან არსებობს უამრავი უფასო სასწავლო ვიდეოები ყოუტუბე-ზე.

მიდგომის უპირატესობა:  ამ დროს თქვენ არ კარგავთ დროს მოგზაურობასა და ლექციების ჩატარებაში. საკმარისია ერთხელ გადაიღოთ ვიდეო და გაყიდო მასზე წვდომა. შესაძლებელია მაქსიმალურად თვალსაჩინოდ გადმოსცეთ ნებისმიერი თემა: ინტერნეტ მარკეტინგის ტებით დაწყებული და დამთავრებული ცურვის საფუძვლებიდან შესწავლით.

სწავლება გამოსადეგია ფორმატით "უყურე - გაიმეორე". ამასთან, ვიდეო გაკვეთილები არ იძლევა უკუკავშირის შესაძლებლობას: თუ გსურთ შეამოწმოთ მოსწავლეების საშინაო დავალება და გაანალიზოთ მათი შეცდომები, მოგიწევთ ფიქრი  საკომუნიკაციო არხებზე. ეს შეიძლება იყოს ლაივ შეხვედრების დაგეგმვა მოსწავლეებთან ან ვიდეო შეხვედრების სხვა ფორმების თანამედროვე ტექნიკის და პროგრამების გამოყენებით.  ჩვენს სისტემაში არსებობს ყველა სასაწვლო თემის შემდეგ „საგამოცდო ტესტის“ შექმნის შესაძლებლობა.

 

 

რჩევები გაკვეთილის ხანგრძლივობზე

 

ელექტრონული კურსი: ვიდეო გაკვეთილის ოპტიმალური ხანგრძლივობაა 7-15 წუთი. გრძელი ტრენინგის შემთხვევაში სჯობს ვიდეოს ნაწილებად დაყოფა.

ელექტრონული კურსი: ვიდეო კურსის ხანგრძლივობაა 2-3 კვირა.

ვებინარი: ყურადღების კონცენტრაცია ვებინარზე მერყეოვს საშუალოდ 90 წუთი. შესვენება ყოვე 40-60 წუთში.

ვებინარი: კურსის ხანგრძლივობა ონლაინ გაკვეთილებით - 45 დღემდე.

თითოეულ სფეროს აქვს საკუთარი სპეციფიკა, მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებლები უზრუნველყოფს კურსის წარმატებულად გასვებას. პირველ რიგში აუცილებლად აჩვენეთ თქვენს კლიენტებს სასწავლო გეგმა. ახსენით რა ელის თითოეულ ეტაპზე, რა წესები არსებობს, რა ბონუსები და შეზღუდვები არსებობს. გაგზავნილ წერილში მიამაგრეთ ბმულები სერვისებისა და კომუნიკაციის ჯგუფებზე. მიეცით ხალხს „ადგილმდებარეობის რუქა და ფანარი“, რომ დაეხმაროთ მათ ორიენტაციისთვიუს წარმოდგენილ სასწავლო კურსში.

რჩევა: ”დასაწყისში სულაც არ არის საჭირო პროდუქტის სრულყოფამდე მიყვანა. გააკეთეთ მინიმალური სიცოცხლისუნარიანი ვერსია და აწარმოეთ სატესტო გაყიდვები. ასე თქვენ შეგიძლიათ "იგრძნოთ" აუდიტორია, გაზომოთ ინტერესის ხარისხი.

გააკეთეთ გაცნობითი გაკვეთილები, შეაგროვეთ მომხმარებლების გამოხმაურებები და რეკომენდაციები. თუ პროექტი წარმატებულია, იმუშავეთ გაკვეთილების ხარისხზე. თუ შესყიდვები არ არის, თქვენ უნდა დაბრუნდეთ „ქუჩაში“, ჩაატაროთ პრობლემური ინტერვიუები კლიენტებთან და აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით გააუმჯობესოთ სასწავლო გეგმა.

 

 

Notification

You have received a new notification

Click here to view them all